“კარვებით გზის გადაკეტვა, მაშინ როცა აქციაში მონაწილეთა რაოდენობა ამის აუცილებლობას არ წარმოშობს, უკანონოა”

0

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წევრი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ეხმაურება.
„კარვებით ავტოტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა, მაშინ როცა აქციაში მონაწილეთა რაოდენობა ამის აუცილებლობას არ წარმოშობს, უკანონოა. ხოლო კარვების განთავსება ქვეითთა სავალ ნაწილზე, მიუხედავად აქციაში მონაწილეთა რაოდენობისა, აბსოლუტურად კანონიერია და შეკრება-მანიფესტაციის უფლებითაა დაცული“,- წერს მშვენიერაძე.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, რუსთაველის გამზირზე გაშლილი კარვები პარლამენტის შენობის წინ გადაიტანეს, რის შედეგადაც, ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. კარვების გადატანის გადაწყვეტილება სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა შეთანხმების შემდეგ მიიღეს.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე სამი კარავი წუხელ, ღამის საათებში, ზაზა სარალიძის მოთხოვნით დადგეს. კარავში შეკრებილ აქციის მონაწილეებს შორის, ინციდენტიც მოხდა. შედეგად, სამართალდამცველებმა 3 პირი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი