ძეხვი კონჩიტა ვურსტის გამოსახულებით
სოციალურ ქსელებში „ევროვიზია 2014“ -ის გამარჯვებული მონაწილის კონჩიტა ვურსტის გამოსახულებიანი ძეხვის ფოტოები გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ „ევროვიზია–2014“–ის გამარჯვებული ავსტრიელი კონკურსანტი კონჩიტა ვურსტი გახდა. კონკურსანტმა 290 ქულა აიღო. აქედან – 10 ქულა საქართველოდან. მეორე ადგილზე ჰოლანდიური ჯგუფი “ქომონ ლაინითსი”გავიდა. მესამე ადგილი კი შვედმა მომღერალმა სან ნილსენმა დაიკავა.
“ევროვიზია 2015″ გამარჯვებულ ქვეყანაში ჩატარდება. უკვე ცნობილია, რომ მას ვენა უმასპინძლებს. „ევროვიზია 2014“-ის გამარჯვებულის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებობს მომღერლის ორი ბიოგრაფია: ერთი, რომელიც გამოგონილია კონჩიტასთვის და მეორე – რეალური ტომასისთვის. ფსევდობიოგრაფიის მიხედვით, კონჩიტა კოლუმბიის მთებში, ბოგოტიდან ოდნავ მოშორებით გაიზარდა, ხოლო ბავშვობა გერმანიაში გაატარა. 2011 წელს კონჩიტა ვურსტმა გამოაცხადა, რომ მოცეკვავე ჟაკ პატრიკზე არის დაქორწინებული. მისი თქმით, ეს ურთიერთობა 4 წელი გრძელდებოდა. მომღერლის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, კონჩიტა და ტომასი ორი სხვადასხვა ადამიანია სხვადასხვა ბედით, რომლებიც ერთ გუნდში მუშაობენ.