ვლადიმერ პუტინმა ავსტრიის კანცლერს დონალდ ტრამპთან შეხვედრის ორგანიზება სთხოვა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ავსტრიის კანცლერ, სებასტიან კურცს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან შეხვედრის ორგანიზება სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციასThe Wall Street Journal ავრცელებს.

The Wall Street Journal წერს, რომ ამ მოთხოვნით ვლადიმერ პუტინმა ავსტრიის კანცლერს 5 ივნისს განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის დროს მიმართა.
სებასტიან კურცი პუტინს დაპირდა, რომ აღნიშნულ ინიციატივას ის დონალდ ტრამპთან აუცილებლად გააჟღერებს.

არსებული ინფორმაციით, ავსტრიელები მზად არიან საკუთარ ქვეყანაში პუტინისა და ტრამპის შეხვედრას უმასპინძლონ, რა დროსაც მხარეები სავარაუდოდ სირიის, უკრაინისა და სხვა საკითხების ირგვლივ ისაუბრებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები