თამარ ჩუგოშვილი: პარლამენტის წევრის ანაზღაურება არ გაიზრდება ამ მოწვევის პარლამენტში

მედიაში გავრცელდა სრულიად მცდარი ინფორმაცია პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, – ამის შესხებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩუგოშვილი წერს.
“რამდენიმე მედია-საშუალებამ გაავრცელა სრულიად მცდარი ინფორმაცია პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტიდან მათ სწორ ინფორმაციას აწვდიდნენ.
პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურება არ გაზრდილა 2012 წლის მერე და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არც გაიზრდება ამ მოწვევის პარლამენტში.
კარგი იქნება ინფორმაციის გადამოწმების ელემენტარულ წესს თუ დავიცავთ და უსაფუძვლო მღელვარებას არ შევქმნით”, – წერს ჩუგოშვილი “ფეისბუქზე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები