დრაკულას სასახლის აქციები იყიდება

ვებგვერდზე telegraph.co.uk გამოქვეყნდა სტატია წარწერით: „შეიძინეთ აქციები გრაფ დრაკულას სასახლეში“. აქვე მითითებულია საკონტაქტო ინფორმაციაც, თუ ვის უნდა დაუკავშირდნენ დაინტერესებული პირები. როგორც ცნობილია, გაყიდვას ნიუ-იორკის იურიდიული ფირმა ხელმძღვანელობს. მათი წარმომადგენლის მარკ მაიერის განცხადებით, თუ ვინმე სასახლის ყიდვით დაინტერესდება, ისინი ნახავენ, თუ ვინ არის ის, რას წარმოადგენს და შესაძლოა, ეს იდეა სერიოზულად განხორციელდეს. მარკ მაიერი ასევე არის აშშ-ის საპატიო კონსული მოლდოვაში.
ტრანსილვანიის შევბნელი, გაუვალი, ტყის სიღრმეში, შიშველი კლდის მწვერვალზე დგას სასახლე ბრანი. როცა საშინელი ამინდია, ბრანი თითქოს ელვას იზიდავსო, ხშირად ეცემა მეხი. თუმცა მისთვის მაინც ჯერ ვერაფერი დაუკლია. სწორედ ასეთი საშინელი ამინდის დროს, ჭექა-ქეხილის პასუხად, სასახლიდან გამომავალი გამყინავი ხარხარი ისმის. ეს ხარხარი და ვიღაცის გაურკვველი აჩრდილია, რომელიც ხანდახან სასახლის ბნელ და ნესტიან დერეფნებში დაიარება, ის, რაც ამ სასახლის ძველი მრისხანე მფლობელის – გრაფ დრაკულასგან შემორჩა.
ყველა ქვეყანას თავისი სისხლის მსმელი ლეგენდარული პიროვნება ჰყავს, მაგრამ მათგან ვერც ერთი ვერ შეედრება ყველა დროის მთავარ სისხლის მწოველ გრაფ დრაკულას. დღესდღეობით ბრანის სასახლეში ტურისტებისთვის მუსიკალური შოუები იმართება. სინათლის ეფექტებით უამრავი საშინელი სანახაობა იქმნება. სასახლეში სულ 56 ოთახია, რომლიდანაც ერთ-ერთში უშველებელი საწოლი დგას, სადაც გრაფი დრაკულა ოდესღაც გოგონებს იტყუებდა, შემდეგ კი სისხლს სწოვდა.

10334434_10203103943512422_3165304164157026495_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები