რა ოდენობის ხელფასებსა და დანამატებს იღებდნენ მემანქანეები – მერია დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ააიპ „ერთობა 2013“-ს შორის რამდენჯერმე დაიდო კოლექტიური ხელშეკრულება.
მერია აღნიშნული ხელშეკრულების პირობების შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ააიპ „ერთობა 2013“-ს შორის რამდენჯერმე დაიდო კოლექტიური ხელშეკრულება. მათ შორის: 2014 წლის 30 მაისს; 2016 წლის 28 აპრილს; 2016 წლის 24 მაისს; საბოლოოდ 2017 წლის 31 მაისს; ამ უკანასკნელის მიხედვითაც დამსაქმებელი ვალდებულია: 1. გადაუხადოს საწარმოში დასაქმებულ კავშირის წევრს დანამატის სახით: მძიმე (50ლ) და მავნე (70ლ) საშიშ პირობებს მიკუთვნებულ თანამდებობებზე დასაქმებულებს; 2. საკვალიფიკაციო კლასებისათვის პირველი – 100ლ; მე-2-70ლ; მე-3-50ლ; 3. თანრიგებისათვის 4. წელთა ნამსახურება (2016 წლიდან); 5. ე.წ. „წყვეტილ სამუშაო გრაფიკისათვის“ ღამის საათებში საწარმოს ტერიტორიაზე გტარებული პერიოდისათვის – ფულადი დანამატი – 10 ლ; (2014წ-ის მაისიდან); 6. აქვთ უფასო დაზღვევა; 7. გარდაცვალების შემთხვევაში გასცეს 1000 ლარის ოდენობით დახმარება; 8. ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დამატებით 5-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება 9. ასევე უნაზღაურებს ავტობუსის მომსახურების საფასურს 375 ლარის ოდენობით; 10. დაოჯახების შემთხვევაში ეძლევათ დამატებით 10-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება და ფულადი საჩუქარი 250 ლარის ოდენობით; 11. ბავშვის დაბადების შემთხვევაში ფულადი საჩუქარი 375 ლარი; 12. თავისუფალი დღით სარგებლობა (day off) 13. ღამის საათების ანაზღაურება (22:00-06:00 საათამდე) საათობრივი ტარიფის (8,65) 20%-იანი დანამატით; (2016 წლიდან); 14. სადღესასწაულო ფულადი საჩუქარი – დაახლოებით 250 ლ (2016 წლიდან); 15. მეცამეტე ხელფასი – 100% (სავალდებულო წესით გაიცემა 2016 წლიდან); მეტროს მემანქანეების შემოსავლების ზრდის დინამიკა 2013-2017 წლების მიხედვით: პოზიცია 2013 2014 2015 2016 2017 მემანქანე ინსტრუქტორი 1,824 1,962 1,968 2,046 2,158 ხაზის მემანქანე 1,605 1,700 1,730 1,794 1,827 2013-დან 2017 წლის მდგომარეობით, მემანქანეების საშუალო შემოსავლების შესახებ 2014 წელი • 2014 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ყოველთვიური ფიქსირებული ფულადი დანამატი საკვალიფიკაციო კლასების მიხედვით: ü პირველი კლასი – 100 ლარი; ü მე-2 კლასი – 70 ლარი; ü მე-3 კლასი – 50 ლარი; • 2014 წლის 1 მაისიდან დაწესდა ფიქსირებული ფულადი დანამატი 10 ლარის ოდენობით ყოველ ე.წ. „წყვეტილ სამუშაო გრაფიკზე“ (მემანქანეები რჩებიან საწარმოს ტერიტორიაზე, რათა დილით უზრუნველყონ მოძრავი შემადგენლობის ხაზზე გაყვანა) 2016 წელი • 2016 წელს მაისის თვეში დაწესდა წელთა ნამსახურების დანამატის გაცემის წესი; • 2016 წლის მაისის სექტემბრიდან ამოქმედდა ღამის საათების (22:00-06:00) ანაზღაურების წესი მოქმედი ტარიფის 20%-იანი დანამატით; • 2016 წლიდან სავალდებულო წესით გაიცემა სადღესასწაულო დანამატი წელიწადში ორჯერ (აღდგომას -250 ლარი დარიცხული; წინა საახალწლოდ – ერთი თვის ხელფასი) 2014-2015 წლებშიც გაიცა სადღესასწაულო დანამატი, თუმცა ეს არ იყო სავალდებულო წესის თანახმად“ – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები