ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ქვემო ბოლნისში იფთარს დაესწრო
სოფელ ქვემო ბოლნისში იფთარის სუფრა გაიმართა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, მოადგილესთან იმრან მ. გასიმოვთან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ზამურ ჭითანავასთან ერთად დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკრებულოს თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადანის თვე მიულოცა.
„ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა ამ განსაკუთრებულ საღამოს. იფთარი არის ერთობის, პატივისცემისა და ერთმანეთის გვერდში დგომის სიმბოლო. სწორედ ასეთი ურთიერთპატივისცემითა და თანაცხოვრებით არის გამორჩეული ჩვენი ბოლნისი.მადლობა გულთბილი მასპინძლობისთვის. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას თქვენს ოჯახებში“, – აღნიშნა გიორგი სვანიძემ.
იფთარის ვახშამს ასევე ესწრებოდნენ: საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ირაკლი ჯაფარიძე; სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იოსებ მუხაგულიშვილი; სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მჭედლიძე; ქვემო ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი არაზ ბაირამოვი; ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თურალ ვალიევი და მერიის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი გასვიანი.