თეთრი სახლის სპიკერი: ომის მიზნების მისაღწევად 4-დან 6 კვირამდე დაგვჭირდება – ირანის საზღვაო ფლოტი ბრძოლაში არაეფექტურია

თეთრი სახლის პრესმდივანი, კეროლაინ ლევიტი აცხადებს, რომ აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში მიზნების მისაღწევად ოთხიდან ექვს კვირამდე დასჭირდება.

როგორც თეთრ სახლში აღნიშნეს, მათი მიზნებია ირანის სარაკეტო პროგრამის განადგურება, ირანის საზღვაო ფლოტის განადგურება, იმის უზრუნველყოფა, რომ ირანმა ვერასდროს მიიღოს ბირთვული იარაღი და თეირანის მიერ რეგიონში შეიარაღებული მოკავშირეების მხარდაჭერის შეწყვეტა.

ლევიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-მა უკვე ჩაძირა ირანის საზღვაო ფლოტის 30-ზე მეტი გემი, ირანის საზღვაო ფლოტი კი ბრძოლაში არაეფექტურია.

„სულ რაღაც ექვსი დღის შემდეგ, ირანის მხრიდან საპასუხო ბალისტიკური რაკეტების დარტყმები 90 პროცენტით შემცირდა.

ბოლო ექვსი დღის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით, რომ „ჰეზბოლა“ და „ჰუსიტები“ თითქმის არ იბრძოდნენ.

რაც შეეხება ირანის მომავალს… ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებშია, რომ ირანს აღარ უხელმძღვანელებს რადიკალური ტერორისტული რეჟიმი.

პრეზიდენტ ტრამპს… სურს დაინტერესდეს ირანის ქვეყნის შემდეგი ლიდერის ვინაობით და… ამაზე მსჯელობს“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები