თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ირანთან ომი გლობალურ ბაზრებზე დადებითად იმოქმედებს
აშშ-ის ომი ირანის წინააღმდეგ გრძელვადიან პერსპექტივაში გლობალურ ბაზრებსა და მსოფლიო ვაჭრობაზე ძალიან დადებით გავლენას მოახდენს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორმა, კევინ ჰასეტიმ განაცხადა.
„ვფიქრობ, მომავლის გათვალისწინებით, ეს უზარმაზარ დადებით გავლენას მოახდენს გლობალურ ეკონომიკასა და გლობალურ ბაზრებზე. კითხვა ასეთია, როდის დასრულდება [მომარაგების] მიმდინარე მოკლევადიანი შეფერხებები? და ეს არის ის, რასაც სამხედროები გადაწყვეტენ“, – აღნიშნა მან Bloomberg-თან ინტერვიუში.
მანამდე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკა ჰორმუზის სრუტეში მოწინააღმდეგეების სავაჭრო გემების გავლას არ დაუშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის საზღვაო ძალები სრუტეში ტანკერების ესკორტს დაიწყებდნენ და ვაშინგტონი „ძალიან გონივრულ ფასად“ უზრუნველყოფდა იქ გამავალი კომერციული ტვირთების დაზღვევას.