აზერბაიჯანის სუს-ში აცხადებენ, რომ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ ორგანიზებული ტერორისტული პროვოკაციები აღკვეთეს

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (SSS) ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) მიერ ორგანიზებული ტერორისტული პროვოკაციები აღკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაძლოა, სამიზნეები ყოფილიყო ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ისრაელის საელჩო ბაქოში და აშკენაზის სინაგოგა.

გამომძიებლები ასევე ვარაუდობენ, რომ თავდასხმა ებრაული თემის ლიდერის წინააღმდეგ იგეგმებოდა.

სადაზვერვო სააგენტოები აცხადებენ, რომ ქვეყანაში სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა უკვე შემოიტანეს, თუმცა ისინი გაუვნებელყოფილია.

ირანს აღნიშნულ ბრალდებებზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ერთი დღით ადრე ბაქომ ასევე გამოაცხადა ირანული დრონების გაშვების შესახებ ნახიჩევანში მდებარე აეროპორტსა და სკოლაში. თეირანმა ამას ისრაელის პროვოკაცია უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები