ლიბანზე ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 217-მდე გაიზარდა

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2 მარტიდან მოყოლებული, ლიბანში ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 217-მდე გაიზარდა, დაშავებულია 798 მშვიდობიანი მოქალაქე.

„2 მარტიდან 6 მარტის საღამომდე, ისრაელის აგრესიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 217-მდე გაიზარდა და დაშავებულთა რიცხვმა 798 შეადგინა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მიმდინარე კვირის დასაწყისში ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა ისროლეს, რაზეც პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო. საპასუხოდ, ისრაელის არმიამ დასახლებულ ტერიტორიებზე, მათ შორის დედაქალაქზე, მასშტაბური დარტყმები განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები