ირანმა აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციების ახალი ტალღის დაწყების შესახებ განაცხადა

თეირანმა აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის 23-ე ფაზა დაიწყო. შესაბამისი ინფორმაცია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) დაადასტურა.

„პარასკევს საღამოს, ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება 4“-ის 23-ე ტალღა დაიწყო, მას შემდეგ, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ამერიკულ ბაზებზე უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებით კომბინირებული შეტევა განხორციელდა“, – ნათქვამია ირანის სახელმწიფო მაუწყებლის განცხადებაში.

მანამდე, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მათ ირანიდან რაკეტების გაშვება დააფიქსირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები