ცნობილი რუსების ტოპ 20-ეული, რომელთაც მოღალატეებად მიიჩნევენ

 

რუსულ ვებგვერდზე predatel. Net გამოქვეყნდა იმ ცნობილი 20 ადამიანის სია, ვინც უკრაინას მხარი დაუჭირა, შედეგად ისინი სამშობლოს მოღალატეებად გამოაცხადეს. სხვადასხვა დროს ისინი უკრაინის მოვლენებს შემდეგნაირად გამოეხმაურნენ

1.1ალექსეი ნავალნი – რუსი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, იურისტი  ,,მე რუსეთის ასეთ ქმედებებს არ ვემხრობი…მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად რუსეთმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუჭიროს მხარი ამგვარი რეფერენდუმების ჩატარებას.“


2

2. ანდრეი მაკარევიჩი- რუსი მუსიკოსი, მომღერალი, პოეტი, კომპოზიტორი , მხატვარი, პროდიუსერი, ტელეწამყვანი

,,უკრაინასთან ომი მოგინდათ? ისევე როგორც აფხაზეთთან? არ გამოგივათ, ბიჭები მაიდანზე უკვე გამოიწრთვნენ და იციან, რისთვის იბრძვიან – თავისი ქვეყნისთვის, თავისი დამოუკიდებლობისთვის“.


 

download3.ანდრეი მალგინი – რუსი ჟურნალისტი, ლიტერატურათმცოდნე, მეწარმე, პოლიტიკური მოღვაწე

უკრაინა და განსაკუთრებით ყირიმი უნდა გავავსოთ საერთაშორისო დამკვირვებლებით, რათა ვაკონტროლოთ ურჩხულის თითოეული მოძრაობა. უახლოეს პერსპექტივაში მოვახდინოთ ყირიმის მთლიანი დემილიტარიზება. ევროპაში რუსეთის ენერგომატარებლების მიწოდება დავიყვანოთ ნულამდე, დე, ივაჭროს აღმოსავლეთთან, ჩინეთთან მას ხელი არ მიუწვდება“.


 

10346806_516881781767754_507137672_n4.ანტონ ბუსლოვი – ფიზიკოსი, ჟურნალისტი, ტრანსპორტის ექსპერტი

,, შიშით ვუყურებ იმ ყველაფერს, რაც ხდება და როგორც ხდება. მიყალიბდება გრძნობა, თითქოს ჩემი თანამოქალაქეების უმეტესობა ცოფიანმა ძაღლებმა დაკბინა და ახლა ისინიც ცოფიანები გახდნენ“.


 

10370610_516882285101037_960843118_n5.არტემი ტროიცკი – როკჟურნალისტი, მუსიკალური კრიტიკოსი  ,,უკრაინამ ტანჯვით მოიპოვა თავისუფლება. ცხოვრება იქ ძალზე ძნელი იქნება, თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დამთავრდება“.


 

66.ბოჟენა რინსკა – რუსი ჟურნალისტი, ე.წ. ელიტარული მიმომხილველი

,,მე მხარს ვუჭერ უკრაინულ წინააღმდეგობას“.


 

77.ბორის ნემცოვი – რუსი პოლიტიკოსი, დეპუტატი

,,უკრაინის ოკუპაცია უკვე დაიწყო და არ გვინდა ისეთი სახის მიღება, თითქოს ეს თავდაცვის რაზმებია“.


 

88.ვალერია ნოვოდვორსკაია- რუსი პოლიტიკური მოღვაწე

დღეს ყველა პატიოსანმა რუსმა საკუთარ სამშობლოს დამარცხება უნდა უსურვოს. ჩვენ მთლიანად უკრაინის მხარეს ვართ, სოლიდარობას ვუცხადებთ მის ახალ დემოკრატიულ ხელისუფლებას და დარწმუნებულნი ვართ, რომ რუსულ აგრესიას საკადრისი პასუხი გაეცემა.


 

99.დიმიტრი ორეშკინი – პუსი პოლიტოლოგი

,,ოკუპაცია, რა გამართლებაც არ უნდა მისცეთ მას, მაინც ოკუპაციაა. თუ ოკუპაცის სისხლი მოჰყვება – ეს უკვე აგრესიაა. არსებობს უსისხლოც… თქვენ რომელი მოგწონთ?“


 

1010.ირინა პროხოროვა – რუსი ლიტერატურათმცოდნე, ტელეწამყვანი

ჩვენს თვალწინ განვითარდა იმპერიული სიბოროტის თითქმის კლასიკური სცენარი, რომელსაც ახალი გლობალური სასაკლაოს პროვოცირება შეუძლია“.


 

10335854_516884115100854_2077443091_n11.კონსტანტინ ბოროვოი – რუსი მეწარმე და პოლიტიკოსი, სახელმწიფო დუმის მე-2 მოწვევის დეპუტატი

,, გასაგებია პუტინის პოლიტიკა – ყალბი დოკუმენტებით, თითქოსდა ,,ხალხის მოთხოვნებით“- მაქსიმალურად გაალეგიტიმუროს ყირიმის ანექსია“


 

1212.ქსენია ლარინა- ჟურნალისტი, რადოსადგურ ,,Эхо Москвы“-ს მიმომხილველი

,,ოკუპაცია დაიწყო, ნუთუ შეუძლებელია ამის შეჩერება?“


 

1313.ლეონიდ გოზმანი – რუსი პოლიტიკოსი

,,68 წლის შემდეგ ასეთი სირცხვილის გრძნობა არ მქონია“.


 

1414.მიხეილ შაცი – პოპულარული რუსი ტელეწამყვანი

,,მე ბოდიშს ვუხდი ჩემს უკრაინელ მეგობრებს ლიტერატურული რუსულისთვის. თქვენს ომთან ერთად ჯანდაბამდე გზა გქონიათ, ძირფასო რუსებო“.


 

1515.ნიკოლაი უსკოვი – რუსი ისტორიკოსი, ჟურნალისტი

,,რუსეთისთვის ხელსაყრელი არ არის უკრაინაში შეჭრა. ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ქმედება ბევრად უფრო ლოგიკურია“.


 

1616.ოლეგ კაშინი – რუსი პოლიტიკური ჟურნალისტი

,,ყირიმი უდაოდ ოკუპირებულია რუსეთის მიერ… სხვათა შორის, მე დიდი ხანია ვთვლიდი და ახლაც ვფიქრობ, რომ ბონდარა და შუხევიჩი ყველაფერს სწორად აკეთებდნენ და მათი ბრძოლა გამართლებულია. ისინი უკრაინის ნაციონალური გმირები არიან“.


 

1717.ოლეგ კოზირევი – რუსი მწერალი, ჟურნალისტი

,,ომზე უარესი ქვეყანაზე არაფერია, მით უმეტეს, როცა ის უსამართლოა და შენი ქვეყნის მიერ არის პროვოცირებული“.


 

1818.რომან დობროხოტოვი -პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, პედაგოგი

,,თუ უკრაინელები გაიმარჯვებენ – მე ამას არ გავაპროტესტებ,შესაძლოა, მათ წითელ მოედანზე ზეიმითაც კი დავხვდე“.


 

319.სერგეი ალექსაშენკო – რუსი ეკონომისტი, მენეჯერი

,,ღმერთო, როგორ მცხვენია, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ“.


 

1920.სერგეი პორხომენკო- რუსი გამომცემელი, ჟურნალისტი, პოლიტიკური მიმომხილველი

,,ევროკავშირის მხრიდან არსებობს ერთი სანქცია რუსეთის მიმართ, რომელიც მე სასარგებლოდ მეჩვენება და მინდა ვიხილო იგი რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებული“.


 

2021.სტანისლავ ბელკოვსკი – რუსი პოლიტოლოგი, სოციოლოგი და პუბლიცისტი

,,სულ მარტივია – ბაჰრეინი, აშშ-ს მეხუთე ფლოტი, ახორციელებს ტაქტიკურ ატომურ დარტყმას. ეს ორ წამში მოხდება. შავი ზღვის ფლოტი გაქრება და ყველას ტვინები თავის ადგილზე ჩადგება“.


 

ეს იყო იმ 20 ადამიანის სია, რომელიც რუსეთმა სამშობლოს მოღალატეებად გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები