ნინო კიზივაძე: არ შემიძლია იმ ხალხის გვერდით დგომა, ვინც საქართველოს მომავალს ჩეხდა

არ შემიძლია იმ ხალხის გვერდით დგომა, ვინც თითქმის ათწლეულის მანძილზე საქართველოს მომავალს ჩეხდა,- ეს სიტყვები სოციალური ქსელის ერთ-ერთ მომხმარებელს ნინო კიზივაძეს ეკუთვნის.
მან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა და წინა ხელისუფლების რეჟიმი შეახსენა.
“ერთი რიგითი ქართველი ქალი, სამი შვილის დედა მოგმართავთ…ძალიან მტკივა შვილმკვდარი მამის ტკივილი! ყველა მოკლული შვილი ჩემს გულში თითო ლახვარია! ტაძარში შესულს მხოლოდ ჩემი შვილებისთვის არასოდეს მილოცია, მთელი საქართველოს შვილების კეთილდღეობას ვთხოვდი შემოქმედს! არც მხოლოდ ჩემი ოჯახის მომავალი მადარდებდა მარტო, იმიტომ რომ მთელი ჩემი სამშობლოს ბრწყინვალე მომავალია ჩემი ნატვრა!..ძალიან მიმძიმს ზაზა ძმაო, ბევრჯერ დავაპირე სოლიდარობის გამოცხადება, მაგრამ არ შემიძლია იმ ხალხის გვერდით დგომა, ვინც თითქმის ათწლეულის მანძილზე საქართველოს მომავალს ჩეხდა და სახურავებზე ისროდა, გაზით წამლავდა და “დუბინკებით” უსწრაფავდა სიცოცხლეს! ჩემი მორალური ვალია მხარი დაგიჭირო, მაგრამ არა ამ ფორმით…ვიცი, ჩემსავით ძალიან ბევრი ფიქრობს და…მოკლედ, გვაპატიე ყველას, რომ შენი ტკივილის გაზიარება ამ უდიდესი ფარსის ფონზე არ ძალგვიძს,- წერს ნინო კიზივაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები