მიცკევიჩის ქუჩაზე აფეთქების საქმეზე პაციენტის ძმა დაიკითხა

   მიცკევიჩის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დედათა და ბავშვთა სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრის თანამშრომლები უკვე დაკითხა. გამოძიებას ჩვენება გარდაცვლილ ანზორ ბეკურიშვილის ოჯახის წევრებმაც მისცეს. სამართალდამცველები დაინტერესდნენ თუ რა ინფორმაციას ფლობდა გარდაცვლილის ძმა ანზორ ბეკურაშვილისა და ზურაბ ბენდელიანის დაპირისპირებაზე. გარდაცვლილი ანზორ ბეკურაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ბიწმენდიდანაა. ცხედრებს პროზექტურიდან დღეს ოჯახებში გადაასვენებენ. დედათა და ბავშვთა სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრის თანამშრომლების ინფორმაციით, ცენტრის ექიმმა ზურაბ ბენდელიანმა ცეცხლსასროლი იარაღით მისივე პაციენტი მოკლა. მანამდე კი პაციენტმა ცენტრის შენობაში, იმ ოთახში სადაც ექიმი ბენდელიანი იმყოფებოდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდო. არსებული ინფორმაციით, ექიმმა პაციენტისთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოასწრო, თუმცა ოთახში გაჩენილ ხანძარს თავი ვერ დააღწია და დაიწვა.
გარდაცვლილები შენობაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მისულმა მეხანძრეებმა გუშინ აღმოაჩინეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირების შს სამინისტროში საქმე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები