რას ყვება „ნოვაია გაზეტას“ გატაცებული ჟურნალისტი

დონეცკის ოლქის ქალაქ არტიომოვსკში გატაცებული ჟურნალისტი პაველ კანიგინი განთავისუფლებულია. გატაცების შესახებ მან ტელეკომპანია “დოჟდის” პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
კანიგინის თქმით, ის და გერმანელი ჟურნალისტი შტეფან შოლი შეიარაღებულმა ფორმირებებმა გუშინ საღამოს კაფე არტემოვსკში დააკავეს. მათ ქალქში რეფერენდუმის ხმის მიცემის გაშუქება გააკრიტიკეს. ამის შემდეგ ჟურნალისტი ბლოკპოსტზე წაიყვანეს, სადაც მას გახადეს და ფული, კომპიუტერი და მობილური ტელეფონი წაართვეს, რის შემდეგაც სხვა ბლოკპოსტზე გადაიყვანეს. იქ მას დაარტყეს და მან გონება დაკარგა, ხოლო როდესაც გაიღვიძა, უკვე დონეცკის სასტუმროში იმყოფებოდა. პაველ კანგინი კოლეგებს უკვე დაუკავშირდა და მათთან შეხვედრას ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები