სომხეთის პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

თბილისში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქსიანი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სომხური მედიასაშუალებები ავრცელებენ.
სააგენტო „yerkramas“-ის ინფორმაციით, შეხვედრას კერძო ხასიათი ჰქონდა და იქვე აღნიშნავს, რომ სარქსიანსა და ბიძინა ივანიშვილს ერთმანეთთან მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები