ლიბიაში მომხდარი აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი გარდაიცვალა

ლიბიის ქალაქ ბენღაზში მანქანის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 10 ადამიანი ჭრილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ინციდენტი გვიან ღამით ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე მოხდა.

აფეთქების სიმძლავრის გამო დაზიანებულია ახლო მდებარე შენობები და მანქანები.

მომხდარზე ამ დრომდე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ბენღაზი ლიბიაში სიდიდით მეორე ქალაქია, რომელსაც ლიბიის ეროვნული არმია აკონტროლებს. მიუხედავად ამისა, ქალაქში პერიოდულად მაინც ხდება ტერორისტული აქტები, რამაც ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ბევრად უფრო რეგულარული ხასიათი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები