გოჩა ლორთქიფანიძე: ეს არის ბრძოლა სიმართლისთვის და ამ ბრძოლაში კომპრომისი არ იქნება

სტრასბურგის სასამართლო „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” საქმის განხილვას აგრძელებს. ზეპირი მოსმენა დღეს, 23 მაისს იყო ჩანიშნული და ის უკვე დაიწყო. სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი თავმჯდომარეობს.

„გავამახვილებთ ყურადღებას ყველა ძირითად მტკიცებულებაზე. რაც მთავარია, ჩვენი პასუხი იმ დანაშაულზე, რომელიც ჩადენილ იქნა 2008 წლის ომის დროს, არის სამართლებრივი, რადგან ჩვენ სამართლებრივი და დემოკრატიული ღირებულებების სახელმწიფო ვართ. თუმცა, ეს არის ბრძოლა სიმართლისთვის და ამ ბრძოლაში კომპრომისი არ იქნება”, – განაცხადა  იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები