ლაშა დარსალია – პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტზე: განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია, საქართველოს პრეზიდენტის თურქეთში ოფიციალურ ვიზიტს გამოეხმაურა.

“თურქეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებთ მჭიდრო თანამშრომლობა ყველა სფეროში, იქნება ეს უსაფრთხოების, ეკონომიკური, სოციალური და ა.შ. აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს არის საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის განმავლობაში, შეხვედრები გაიმართება თურქეთის პრეზიდენტთან, პარლამენტის სპიკერთან და განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები”, – განაცხადა დარსალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები