ეროვნულ ბიბლიოთეკას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრალიის თანამეგობრობისა და ოკეანეთის ქვეყნებში – ბექა დვალი ესტუმრა

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრალიის თანამეგობრობისა და ოკეანეთის ქვეყნებში ბექა დვალი ესტუმრა. ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ელჩი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს კონსტანტინე გამსახურდიას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-ავსტრალიურ ურთიერთობებს, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს შორის თანამშრომლობას. ორ უწყებას შორის ურთიერთობის მცდელობა აქამდეც იყო და ამ კავშირების განახლება ახლაც იგეგმება.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა საელჩოსგან მიიღებს საქართველოს შესახებ მასალებს, ავსტრალიასა და წყნარი ოკეანეთის ქვეყნებში საქართველოზე გამოქვეყნებულ ყველა სახის ლიტერატურას, რომელიც ჩვენს ფონდში შეინახება.
ეროვნული ბიბლიოთეკა, საელჩოს დაეხმარება ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და სხვა ქვეყნების ბიბლიოთეკებსა და უნივერსიტეტებში ქართული წიგნის კუთხეების გახსნაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები