მედია: ტუსკის მთავრობას პანდემიის ფონდების არასათანადო ხარჯვაში ადანაშაულებენ
მედია: ტუსკის მთავრობას პანდემიის ფონდების არასათანადო ხარჯვაში ადანაშაულებენ
გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, პოლონეთის ოპოზიცია, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მთავრობას COVID-19-ის პანდემიის დროს გამოყოფილი ბიუჯეტის თანხების არასათანადო ხარჯვაში ადანაშაულებს.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მილიონობით დოლარი, რომელიც ჯანმრთელობის დაცვისა და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისათვის იყო განკუთვნილი, იახტების ქირაობასა და სვინგერების კლუბებში ღონისძიებების დაფინანსებას ხმარდებოდა.
მომხდართან დაკავშირებით ხელისუფლებამ უკვე დაიწყო შიდა გამოძიება.
ტუსკის მთავრობა ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს და აცხადებს, რომ საქმე ეხება წინა ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ ხარჯებს, რომლის დეტალების შესწავლაც მიმდინარეობს.
ოპოზიციის პარტიები ამბობენ, რომ ამ საკითხმა საზოგადოებრივი ნდობა სერიოზულად შეარყია და პრემიერისგან მკაფიო პასუხებსა და პასუხისმგებელთა დასჯას ითხოვენ.