მეუფე შიო: დიდგორის ბრძოლა არის არა მხოლოდ სამხედრო გამარჯვების, არამედ დიდი სულიერი და სახელმწიფოებრივი აღმავლობის სიმბოლო

„დიდგორის ბრძოლა არის არა მხოლოდ სამხედრო გამარჯვების სიმბოლო, არამედ, დიდი სულიერი და სახელმწიფოებრივი აღმავლობის სიმბოლო, დიდი რწმენით განჭვრეტილი ქმედების სიმბოლო და მაგალითი,” – ამის შესახებ მეუფე შიომ, დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეს აღმავლობა და ეს დიდგორი, ერთბაშად არ დამდგარა. ამას წინ უსწრებდა დავით მეფის დიდი შრომა და ბრძოლა შინაურ თუ გარეშე მტრებთან. მან თავისი ბრძნული მმართველობით, სამართლიანობით, პრინციპული და შეუვალი მიდგომით, ეკლესიის გაძლიერებით, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებით ქვეყანა ნელ-ნელა ფეხზე დააყენა, გაამთლიანა, ააღორძინა და სრულყო საქართველო, როგორც ძლიერი ქრისტიანული ქვეყანა“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

შეგახსენებთ, რომ დღეს თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაული „დიდგორობა“ გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები