ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ორ კილომეტრამდე სიგრძის სადრენაჟე არხზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის ტერიტორიაზე, ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 2 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორების და შემკრები ქსელის გაწმენდით სამუშაოებს ატარებს, – ინფორმაციას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში ათეულ ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას გააუმჯობესებს და სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.

სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოსთვის დასრულდება.

2012-2024 წლებში, „საქართველოს მელიორაციის“ მიერ გურიის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დრენირებულია 2175 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები