უკრაინელების 63% ევროპას უკრაინის საიმედო მოკავშირედ მიიჩნევს

უკრაინის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, ევროპას კვლავ უკრაინის საიმედო მოკავშირედ მიიჩნევს, ხოლო შეერთებული შტატების მიმართ დამოკიდებულება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებების მიხედვით შეიცვალა, – ამის შესახებ კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის (KIIS), მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მოწმობს.

2022 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, (KIIS) რეგულარულად სვამს კითხვებს უკრაინის მიმართ დასავლეთის პოლიტიკის აღქმის შესახებ.

თუმცა, დონალდ ტრამპის თანამდებობის დაკავების შემდეგ, სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა და თებერვალში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამჟამად ევროპისა და აშშ-ს მიმართ დიფერენცირებული დამოკიდებულებაა და „დასავლეთი“ უფრო მეტად ასოცირდება ევროპასთან.

უკრაინელების უმრავლესობა – 63% – კვლავაც მიიჩნევს, რომ ევროპა კვლავ საიმედო მოკავშირეა, რომელსაც უკრაინისთვის ომის მისაღები დასრულება სურს. 27% ასე არ ფიქრობს.

უკვე 2025 წლის თებერვალ-მარტში, ანუ აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დაწყებისა და აშშ-ის ახალი ხელმძღვანელობის მიერ ომთან დაკავშირებით გაკეთებული კონკრეტული განცხადებების შემდეგ, 39%-მა აშშ, უკრაინის საიმედო მოკავშირედ მიიჩნია, ხოლო 48%-მა უპასუხა, რომ აშშ დაიღალა და უკრაინაზე მიუღებელი მშვიდობისთვის ზეწოლას ახდენს.

უახლესი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ანუ ივლის-აგვისტოს დასაწყისში, 42% აშშ-ს საიმედო მოკავშირედ აღიქვამდა, ხოლო 38% თვლიდა, რომ აშშ უკრაინაზე მიუღებელი მშვიდობისთვის ზეწოლას ახდენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები