ირაკლი კობახიძემ საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარდ ივარ სვენდსენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ქართულ-ნორვეგიული ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება, მათ შორის, საპარლამენტო ურთიერთობები, რასაც მოწმობს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში  ნორვეგიის პარლამენტის სპიკერის საქართველოში ორჯერ ვიზიტი და ასევე,  სხვადასხვა საპარლამენტო დელეგაციების საქართველოში ხშირი სტუმრობა. აღინიშნა, რომ ეს დინამიკა უნდა შენარჩუნდეს და უნდა მოხდეს  საპარლამენტო ურთიერთობების  მყარი ინსტიტუციონალიზაცია.

საუბარი შეეხო  ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების საკითხებს, მათ შორის, საქართველოში  ნორვეგიელი ტურისტების რაოდენობის მზარდ დინამიკას. ბარდ ივარ სვენდსენის განცხადებით, ნორვეგიაში ძალიან დიდი ინტერესი გაჩნდა ამ ბოლო დროს საქართველოს მიმართ და მისი მოსაზრებით,  ნორვეგიელი ტურისტების რიცხვი საქართველოში კიდევ უფრო გაიზრდება.

მხარეებმა, ასევე ისაუბრეს დეცენტრალიზაციის რეფორმაზე, რომელიც საქართველოში მალე უნდა დაიწყოს.  პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ რეფორმის პროცესში ნორვეგიის გამოცდილების გაზიარება და მათი რჩევების მიღება მნიშვნელოვანი იქნება.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები