“ყველა შესაბამისი ზომა იქნა მიღებული იმისთვის, რომ სტრასბურგის სასამართლოში გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნეს მიღებული”

„ყველა შესაბამისი ზომა იქნა მიღებული იმისთვის, რომ საქართველოს სასარგებლოდ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში. პარლამენტი, რა თქმა უნდა, დააკვირდება ამ პროცესს”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელზე საუბრისას განუცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა, სადაც საქმის თითოეული დეტალი განიხილეს.

„პარლამენტი დაინტერესდა ამ საქმის მიმდინარეობით. ჩვენ გვქონდა საგანგებო შეხვედრა, სპეციალური შეხვედრა ამასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, განვიხილეთ თითოეული დეტალი ამ საქმის, მათ შორის, განვიხლეთ ის, თუ როგორ არის ჩვენი ქვეყნის არგუმენტები მომზადებული, რა სახის არგუმენტებია, მტკიცებულებები წარმოდგენილი და ჩვენ ვფიქრობთ, დავრწმუნდით, რომ ყველა შესაბამისი ზომა იქნა მიღებული იმისთვის, რომ საქართველოს სასარგებლოდ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში. პარლამენტი, რა თქმა უნდა, დააკვირდება ამ პროცესს”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები