“გზავნილები, რომლებიც მაიკ პომპეოსგან მოვისმინეთ, არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ აშშ რჩება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის გამართული შეხვედრა ამერიკული მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დემონსტრირებაა.

„ჩვენთვის არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე, ის, რომ მაღალ დონეზე გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ მინისტრის და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მონაწილეობით, რაც არის ამერიკული მხარდაჭერის კიდევ ერთი ძალიან ნათელი და მკაფიო დემონსტრირება და ის გზავნილები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ ბატონი პომპეოსგან არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება და დარჩება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად, რომელიც მყარად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლობელი ვართ ამ მხარდაჭერისთვის”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები