თამარ ჩუგოშვილი ესტონეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ესტონეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები იყო.

სტუმრებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს პოზიცია, რომ საქართველოს ესტონეთის მხრიდან ყველა ფორმატში მხარდაჭერა ექნება.

„ესტონეთი ჩვენი დიდი მხარდამჭერი და მეგობარი ქვეყანაა, რომელიც  ევროინტეგრაციის გზაზე გვეხმარება და ყოველთვის მხარს უჭერს იმ საკითხებს, რასაც საქართველო ევროკავშირში აყენებს. დღესაც  იმ თემებზე ვისაუბრეთ, რაც საქართველოსთვის შეიძლება  მნიშვნელოვანი იყოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში და განხილული იყო ამ მიმართულებებით როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის საკითხები”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები