სასამართლომ მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლება ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადების საფუძველზე მეტროს თანამშრომელთა პროფესიულ გაერთიანებას „ერთობა-2013“-ს, კიდევ ერთხელ, განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება.

თბილისის მეტროს მემანქანეებს (თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ელ-მატა რებლების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირ „ერთობა 2013“) და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის კოლექტიური შრომითი დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო, მეტროს თანამშრომლებმა კანონმდებლობით დადგენილი წესით 2018 წლის 3 მაისს გაფიცვა დაანონსეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 30 დღის ვადით 2018 წლის 3 ივნისამდე გადაიდო.

2018 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა პროფესიულ გაერთიანების წევრი მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება „სამუშაო საათების განმავლობაში“.

კერძოდ კი, სასამართლოს 21 მაისის განჩინება ეფუძნება შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებას, რომელიც განმარტავს, რომ კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს სარჩელის შეტანას გაცხადებული გაფიცვის უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით, რაც კომპანიის შეფასებით განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პროფესიულმა გაერთიანებამ უარი თქვა ყველა შესაძლო შემათანხმებელ პროცედურებში ჩართვაზე, რაც მათი შეფასებით წარმოადგენს გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესაძლებლობას. სწორედ მითითებული მომავალი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, სასამართლომ მეტროს მემანქანეებს განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა უფლება გაფიცვის თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები