შსს-მ ნარკორეალიზატორები და მომხმარებელი დააკავა

   შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1977 წელს დაბადებული იოსებ ს, 1969 წელს დაბადებული ეკა ფ. და 1953 წელს დაბადებული ტარიელ კ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ეკა ფ. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძებო ღონისძიების შედეგად წნორში, აღმაშენებლის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მან იოსებ ს-ს 300 ლარის სანაცვლოდ 8 ამპულა „მორფინი“ გადასცა. ეკა ფ-ს პირადი ჩხრეკისას კიდევ 12 ამპულა „მორფინი“ ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ეკა ფ-მ ტარიელ კ-სგან შეიძინა. სამართალდამცველებმა ტარიელ კ. ოპერატიულ-საგამოძებო ღონისძიების შედეგად იმავე დღეს თელავში დააკავეს. სამინისტროს ცნობით, ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებისას იოსებ ს. ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. სამივე ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები