ავტოავარიას ინდოეთში 11 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, ავტოავარიის შედეგად, 11 ადამიანი გარდაიცვალა 20 კი, სხვადასხვა დაზიანებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარის დეტალების შესახებ საერთაშორისო გამოცემები და ადგილობრივი მედია-საშუალებები იუწყებიან. არსებული ინფორმაციით, მუმბაის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი, რომელსაც 30 მგზავრი გადაჰყავდა, სატვირთო მანქანას შეეჯახა.
8 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, დანარჩენები კი, -საავადმყოფოში გადაყვანის შემდგომ.
ცნობილია, რომ ინდოეთში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია. სპეციალისტების თქმით, ეს გაუმართავი ინფრასტრუქტურის, გამოუცდელი მძღოლების და გადატვირთული საგზაო მოძრაობის ბრალია.
ქვეყნის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ინდოეთის მასშტაბით, ყოველდღე, 400 ადამიანი ავტოავარიის მსხვერპლი ხდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით კი, ყოველწლიურად, ინდოეთში, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, 200 ათასი ადამიანი იღუპება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები