ირაკლი შიხიაშვილი: ზნეობრივი ფასეულობის გარეშე, ვერ იარსებებს თავისუფალი სახელმწიფო!
„დღეს ურთულესი გამოცდის წინაშე დგას ქართველი ერი! ზნეობრივი ფასეულობის გარეშე, ვერ იარსებებს თავისუფალი სახელმწიფო!“ – აცხადებს „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„სწორედ უზნეო ყოფის წინააღმდეგ აღიმართა ამერიკელი ხალხის უმრავლესობაც და მისი საღი ნაწილიც, როდესაც მხარი დაუჭირა, “რესპუბლიკურ პარტიას” და მის კანდიდატს, დონალდ ტრამპს. ვინაიდან რესპუბლიკელების უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს ქალისა და მამაკაცისგან შექმნილი მტკიცე ოჯახი, ტრადიციების პატივისცემა, ძლიერი, ზნეობაზე დაფუძნებული სახელმწიფო! პრეზიდენტად ახლადარჩეული დონალდ ტრამპი, პირუტყვული ვნებების მონად ქცევას დაუპირისპირდა თავის პირველივე სიტყვით გამოსვლაში. მან თქვა: “ამერიკა ღმერთს ეკუთვნის და მას სატანა ვერ დაისაკუთრებსო”.
სწორედ ამიტომაც, გააფთრებული ებრძვის დღევანდელ ამერიკის პრეზიდენტს ჰოლივუდი – ლიბერალური აზროვნების სამჭედლო. ასევე, აშკარად ნათელია რუსული პროპაგანდის კვალი. თითქოს, რომ არა რუსეთი, ამერიკა მთელ სამყაროს სოდომური ცოდვით დაღუპავს.
დიახ, ცივილურობის ლოიალურობით კარგად ისარგებლეს “სოდომისტებმა” ამერიკასა და ევროპაში, მაგრამ ობამა, ჰილარი, დემოკრატების პარტია, ფსევდოლიბერალები, ე.წ სექსუალურ უმცირესობათა დამცველები თუ მათი დამფინანსებლები – არ არიან მთელი ამერიკა! ამერიკული საზოგადოება თვითონ ებრძვის ამ სნეულებას, განსხვავებით რუსეთისგან, რომელსაც საერთოდ არ ესმის, რომ ავადმყოფი სახელმწიფოა! სწორედ ყველაზე მეტად, რუსეთის სახელმწიფო მანქანა ებრძვის საქართველოს სახელმწიფოებრიობასაც და საქართველოს მართლმადიდებლობასაც!
ჩვენ კი (ამას ჩემს თავსაც ვეუბნები) საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ ბრძოლა, ყოველგვარ უკეთურობასთან, უნდა დავიწყოთ ერთმანეთის მეტად მოსმენა, პატივისცემით მოპყრობა, გულწრფელი მიტევება, შეცდომების აღიარება. რათა შევძლოთ, როგორც ჯანმრთელმა,ძლიერმა ერმა, საზოგადობამ, დავიცვათ ჩვენი კულტურულ-ტრადიციული ღირებულებები, ჩვენი მრწამსი, დავეხმაროთ სუსტებს და გზასაცდენილებს, უკომპრომისონი ვიყოთ ჩვენი შვილების ჯანსაღი, ზნეობრივი ყოფის შექმნაში,შევიძინოთ მეტი მეგობარი და ვაშენოთ ერთად ძლიერი, წარმატებული სახელმწიფო! მეიმედებით – გეიმედებოდეთ! „ – წერს ირაკლი შიხიაშვილი.