“გიორგი გახარიას დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში, არის ბრწყინვალე მაგალითი და დემონსტრირება მთავრობის წევრის პარლამენტისა და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებისა”

0

გიორგი გახარიას დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში, არის ბრწყინვალე მაგალითი და დემონსტრირება მთავრობის წევრის პარლამენტისა და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებისა, – ასე აფასებს შს მინისტრის პლენარულ სხდომაზე გამოსვლას უმრავლესობის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე.
“გიორგი გახარიას დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში, (თავისივე ინიციატივით), არის ბრწყინვალე მაგალითი და დემონსტრირება მთავრობის წევრის პარლამენტისა და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებისა.
უმთავრესია, რომ მისი დღევანდელი გამოსვლა არის სრულიად ღია, გულწრფელი, პასუხისმგებლიანი და ჩემთვის (ჩვენთვის) დიდი იმედის მომცემი, რადგანაც მინისტრი საუბრობს სრულყიფილად, და არა მხოლოდ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე და შსს-ს როლზე, სადაც ამომწურავი პასუხებით შეკითხვები აღარ დაგვიტოვა, არამედ პოლიციის სისტემურ განახლებაზე და რეფორმაზე.
გირჩევთ ჩართოთ და მოუსმინოთ გახარიას გამოსვლას, (რომელიც ჯერ არ დასრულებულა) თავიდან ბოლომდე. ვფიქრობ, ძალიან დაგაინტერესებთ”, – წერს ფეისბუქზე ზვიად კვაჭანტირაძე.

კომენტარები

კომენტარი