უკრაინა რუსეთს სანქციებს უწესებს
უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული განცხადების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, ახლახან ხელი მოაწერა სპეციალურ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინა გარკვეულ სანქციებს აწესებს რუსეთის წინააღმდეგ. კერძოდ კი, უკრაინის ტერიტორიაზე რუსულ საწარმოებსა და ბიზნეს დაწესებულებებს, მთელი რიგი შეზღუდვები დაუწესდებათ.
უკრაინის უშიშროების საბჭომ, ხსენებული სანქციების დაწესება ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში გადაწყვიტა. ხსენებული შეზღუდვები უკრაინამ რუსეთის ფედერაციას მას შემდეგ დაუწესა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ანალოგიური სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა.
პეტრო პოროშენკოს მთავრობის მიერ დაწესებული სანქციები, უკრაინაში მოქმედ ასობით რუსულ კომპანიას და წარმოებას შეეხება, თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, თუ კონკრეტულად რომელ კომპანიებსა და წარმოებებზეა საუბარი.