გაერომ, ისრაელს, პალესტინის ტერიტორიის დეოკუპაციისკენ მოუწოდა
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ზაიდ რაად ალ ჰუსეინმა, ისრაელი-პალესტინის საზღვარზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ისრაელმა უნდა შეწყვიტოს პალესტინის ტერიტორიის ოკუპაცია, დაემორჩილოს საერთაშორეისო კანონსა და აღასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. მან ასევე უნდა გამოიძიოს ღაზას სექტორთან მდებარე საზღვარზე მიმდინარე დემონსტრაციებისას მომხდარი არეულობების დროს ჩადენილი ყველა გადაცდომა და დანაშაული.
„ოკუპაცია უნდა დასრულდეს იმისათვის, რომ პალესტინელებმა და ებრაელებმა თავი თავისუფლად იგრძნონ. შეწყვიტეთ ოკუპაცია და ძალადობა, რათა დაუცველობის შეგრძნება აღარ არსებობდეს“.
ცნობისათვის, ზაიდ რაად ალ ჰუსეინმა, ისრაელის ქმედებები ღაზას სექტორში სასტიკად დაგმო რამდენიმე დღის წინ და ებრაულ მხარეს გონივრულობისკენ მოუწოდა. ღაზას სექტორში მიმდინარე აქციების ფონზე, ებრაელმა ჯარისკაცებმა, ბოლო 1 თვის მანძილზე, უკვე 100-მდე პალესტინელი მომიტინგე მოკლეს.