დონალდ ტრამპი კვარტალურ ხელფასს ომის ვეტერანებს გადაურიცხავს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს, რომ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ხელფასი, რომელიც 100 000 აშშ დოლარს შეადგენს, ამერიკის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს გადასცეს.
აშშ-ის ვეტერანთა საქმების დეპარტამენტის მდივნის მოვალეობის შემსრულებელის განცხადებით, ეს თანხა ვეტერანთა მხარდაჭერის პროგრამას მოხმარდება.
„პრეზიდენტის საჩუქარი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის დაპირებას, რომ ის ყველაფერს გააკეთებს ვეტერანებისთვის,“ – აღნიშნა რობერტ უილკიმ.
ცნობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, პერიოდულად, მის კვარტალურ ხელფასს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ანგარიშებზე რიცხავს. ბოლოს ტრამპმა თავისი სარგო, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის, ტრანსპორტირების დეპარტამენტს გადასცა.