პეტრე კოლხი: ქუჩაში ბაირაღებით გამოსვლა წმინდა ოჯახს ვერ დაიცავს

0

მამა პეტრე კვარაცხელიამ სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

მისი თქმით, ქუჩაში მხოლოდ ბაირაღებით გამოსვლით წმინდა ოჯახის დაცვა ვერ მოხერხდება.

„სიწმინდე ძალიან საკრალური და უხილავია… ის შიგნით, სულის ფსკერზე ქსოვს სპეტაკ ბადეს და არ აქვს პრეტენზია იყვიროს, იჩხუბოს ან მუჯლუგუნები გვირტყას, ყურადღება მომაქციეთ, რა მაგარი ვარო! ოჯახის სიწმინდე ქვეყნის საუკეთესო ვარიანტის გარანტორია…
მაინც მგონია, რომ ქუჩაში ბაირაღებით გამოსვლა მარტო ვერ დაიცავს წმინდა ოჯახს. ის სიყვარულზე, ერთგულებაზე და გულწრფელობაზეა დაფუძნებული…
ვერც ეროვნული სამოსით და ქამარ-ხანჯლით ვერ დავდგებით ჩვენი კულტურის და ღირებულების სადარაჯოზე…
ვინ გვართმევს ოჯახის სიწმინდეს?! არავინ, მხოლოდ საკუთარი თავი… ვისგან უნდა დავიცვათ?! საკუთარი თავისგან… კი, საკუთარ თავს მოვუწყოთ მიტინგი და გავხდეთ წმინდანი!“, – წერს მამა პეტრე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი