ლაშა ნაცვლიშვილი: მარგველაშვილის რეპლიკები პუტინის ხელისუფლების ანატომიაზე, ცვედანი პოლიტიკოსის მდარე ჭორაობაა

გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ განცხადებას აკრიტიკებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

“დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, კომუნისტურ იდეებს და ჩუჩხეს კი არ უწუნებს, ამერიკის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამიტომ არის მარგველაშვილის რეპლიკები პუტინის ხელისუფლების ანატომიაზე, ცვედანი პოლიტიკოსის მდარე ჭორაობა და არა მთავარსარდლის სიტყვა”, – წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

“რუსეთს კეთილმეზობლობას ვთავაზობთ იმ წუთიდან, რა წუთშიც დაბრუნდება ოკუპირებული ტერიტორიები”, – განაცხადა გუშინ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე, რა დროსაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და ოკუპაციასთან დაკავშირებით სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები