ნათია მეზვრიშვილი: 17 მაისს აქციის მონაწილეთა დაცულობა მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, 17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე პოლიციის მხრიდან უსაფრთხოება და აქციის მონაწილეთა დაცულობა, მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი.
„ღონისძიება გაიმართება, აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან და ამაზე წინასწარ შევხვდით, მოლაპარაკებები გავმართეთ მათთან. ამ დღეს დაგეგმილ ღონისძიებებზე, პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეთა დაცულობა მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი”, – დასძინა მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, თბილისში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, აქციებიც იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები