გოგა ხაინდრავა: ასეთი კორექტული პოლიცია, როგორიც იმ დღეებში ვნახე, არასოდეს არსად მინახავს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს, სამართალდამცველებმა ყველაფერი გააკეთეს დაძაბულობის და დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.

შესაბამისი შეფასება ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ პოლიციამ დიდი მოთმინება გამოიჩინა.

„ასეთი კორექტული პოლიცია არასოდეს არსად მინახავს, როგორც იმ დღეებში ვნახე. პოლიცია, რომელიც ცდილობდა, რომ არ დარღვეულიყო წესრიგი, ითმენდა შეურაცხყოფას, ითმენდა კანონდარღვევას, რომელიც ღიად ფიქსირდებოდა – ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა ბრძანებებს ღებულობს პოლიცია. რა განწყობაა იმ წრეებში, ვინც მართავს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ასე ვთქვათ, რა გზავნილია მათგან საზოგადოებისადმი. პრაქტიკულად არანაირი შანსი არ მიეცათ იმ მარაზმატიკებს, რაიმე ტიპის ექსცესი ყოფილიყო თბილისის ქუჩებში“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები