ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით მატარებლები “ბლექ სი არენაზე” გაჩერდებიან

მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზა ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით ელექტრომატარებლებს “ბლექ სი არენას” ბაქანზე გააჩერებს.

“19 და 20 მაისს, ელექტრომატარებლებს #802/801 თბილისი-ბათუმს, #804 თბილისი-ბათუმს, ეძლევათ ორ წუთიანი გაჩერება ურეკი-ნატანების გადასარბენის ბაქან 42 კმ. პკ. 4-ზე (ბლექ სი არენა). ბილეთების შეძენა შესაძლებელია ცენტრალური ვაგზლის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და აპლიკაციის (Georgian Railway Tickets) საშუალებით”,- აცხადებენ რკინიგზაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები