ირაკლი სესიაშვილი: ქვეყანამ დაამტკიცა, რომ პოლიცია საზოგადოების სამსახურშია და ეს მონაპოვარი შედგა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა, ღამის კლუბებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შეფასებისას განაცხადა, რომ 12 მაისს, პირველად, პოლიცია მიმართული იყო არა მოქალაქეების წინააღმდეგ, არამედ საზოგადოების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად.
მისივე თქმით, ქვეყანამ დაამტკიცა, რომ პოლიცია საზოგადოების სამსახურშია და ეს მონაპოვარი შედგა.
„მინდა გკითხოთ, რომელი პოლიტიკური ძალის მემკვიდრეები ხართ? 26 მაისს სისხლის გუბეებში იდექით და ბედნიერი სახით ტაშს უკრავდით პოლიტიკურ ბელადს, რამდენიმე მეტრში კი 2 გვამი არ იყო გაციებული. აი, იმ პოლიტიკური ძალის მემკვიდრეები ხართ და ეგ არის ძალადობა. დღევანდელი რეალობა არის, რომ 12 მაისს, რუსთაველის გამზირზე, პირველად ვნახეთ შეიარაღებული პოლიცია, სპეცტექნიკა, რომელიც მიმართული იყო არა ჩვენი მშვიდობიანი თანამოქალაქეების წინააღმდეგ, არამედ ჩვენი თანამოქალაქეებისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. თქვენ ამ შედარებას არ აკეთებთ, რადგან რეალობა არ გაწყობთ. ეძებთ და ცდილობთ თქვენი პოლიტიკური ტყუილებით საზოგადოებას შეუქმნათ შთაბეჭდილება, რომ თითქოს ჩვენ ხელისუფლებას რაიმე ფორმით ჰქონოდა შეხება იმ ფაშისტურ თუ ძალადობრივ გამოვლინებასთან, რაც მეორე მხარეს იყო. ჩემთვის მიუღებელი იყო როგორც ერთი მხარის, ისე მეორე მხარის როგორც პოზიციები და განცხადებები, ისე ქცევა და ქცევის წესი. თუმცა, ამ ქვეყანამ დაამტკიცა, რომ ჩვენი პოლიცია არის საზოგადოების სამსახურში და შედგა ეს მონაპოვარი. მინდა თითოეულ პოლიციელს და მინისტრს მადლობა გადავუხადო ამ გარდატეხის შეტანისთვის“, – განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები