მამუკა არეშიძე: როგორც ჟურნალისტი, არ მივესალმები მედიის როლს საპროტესტო აქციებში

როგორც ჟურნალისტი, არ მივესალმები მედიის როლს საპროტესტო აქციებში, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში კონფლიქტოლოგმა მამუკა არეშიძემ განაცხადა.
“უკანასკნელი 3 ათწლეული წლის მანძილზე, რუსთაველის გამზირი პროტესტის გამოთქმის მთავარი სივრცეა, 1988 წლიდან მოყოლებული, საზოგადოებას ბევრი რამ ახსოვს. ზოგ შემთხვევაში ერთი ნაწილი პირჯვარს იწერს გადარჩენაზე, იყვნენ დაზარალებულებიც, ლეტალური შემთხვევებიც, არიან ისეთებიც, რომლებიც პირიქით, სწუხან რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. მივესალმები ახალგაზრდობის მონაწილეობას საპროტესტო აქციებში. გამოხატვის თვალსაზრისით, რასაკვირველია, ბარიკადის ორივე მხარეს თავისი აზრი აქვს, ამასაც მივესალმები. როგორც ყოფილი ჟურნალისტი, არ მივესალმები მედიის როლს, რადგან ვთვლი, რომ მედიის დიდი ნაწილი პროცესის გაღვივებას უფრო უწყობდა ხელს, ვიდრე მის ობიექტურ გაშუქებას”, – განაცხადა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები