მამუკა არეშიძე: დიდი შანსია იმისა, რომ საქართველომ ბოლოსდაბოლოს იპოვოს სამართალი

23 მაისს სტრასბურგის სასამართლოში „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ პროცესია ჩანიშნული. კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნულ თემას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველო ამ პროცესში გამარჯვებული გამოვა:
მეათე წელია, ეს პროცესი გრძელდება, რომელსაც ინტენსიურად ვაკვირდები და დიდი შანსია იმისა, რომ საქართველომ ბოლოსდაბოლოს იპოვოს სამართალი, თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ძალების ზემოქმედებით ისეთი შედეგი ვერ მივიღოთ, როგორსაც საქმის ვითარებიდანაა გამომდინარე. ვიმედოვნებ, რომ მოსამართლეები, ადვოკატები და ყველა ვინც ამ პროცესშია ჩართული, სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანენ. რასაკვირველია, რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს მისთვის არასასურველ შედეგს მაქსიმალურად აარიდოს თავი. მე გავაგზავნე მოთხოვნა და გამოვთქვი დასწრების სურვილი, ველი პასუხს სტრასბურგიდან”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები