მამუკა არეშიძე: ნარკოლიბერალიზაციაზე საუბარი თვალთმაქცობაა

“ნარკოლიბერალიზაციაზე საუბარი თვალთმაქცობაა, სხვა არაფერი”, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კონფლიქტოლოგმა მამუკა არეშიძემ განაცხადა.
როგორც არეშიძემ აღნიშნა, სწორედ ის იყო პირველი, რომელმაც ეს თემა გააჟღერა. “ნარკოლიბერალიზაციაზე საუბარი თვალთმაქცობაა, სხვა არაფერი და ერთ-ერთი პირველი ვიყავი ვინც ეს გააჟღერა. შეუსაბამოა, რომ ვუშვებთ იმას, რომ ადამიანმა მოიხმაროს ნარკოტიკი, მეორეს მხრივ ვუკრძალავთ შეძენას, იმიტომ, რომ გამყიდველი ერთმნიშვნელოვნად დამნაშავეა. თუმცა ეს კანონი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია, მაგრამ მე მას არ ვეთანხმები. ამ კანონპროექტის მხოლოდ ერთ ნაწილს ვეთანხმები, დეკრიმინილიზაციას.
როდესაც ვსაუბრობთ ნარკოტიკებთან ბრძოლაზე, შესაქმნელია მთელი რიგი ინსტიტუტები, საიმისოდ, რომ ადამიანმა შეძლოს ამ სენისგან თავის დაღწევა, თუკი ეს ასე არ მოხდა, მაშინ ყველანაირი ბრძოლა თვალთმაქცობა იქნება. სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალების ბრუნვა კოლოსალურადაა გაზრდილი ქვეყანაში, პრაქტიკულად ყველა მეზობელი სახელმწიფოდან ნარკოტიკი შემოდის, საქართველო ტრანზიტული ქვეყანაა, ყველასათვის ცხადია, რომ მავანი ჩინოვნიკების მფარველობის გარეშე ეს არ მოხდებოდა. საერთაშორისო ნარკომაფიასთან ბრძოლას ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნები ვერ ახერხებენ. მთავარია ბრძოლა მაქსიმალურად ეფექტური იყოს, თორემ 100%-ით ამის მოსპობა შეუძლებელი”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები