ნინო წილოსანი: თბილისის მერის გადაწყვეტილება მაღალი პასუხისმგებლობის სტანდარტია

შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რითიც კოოპერატივებისგან დაზარალებულთათვის, თბილისის მერიის ინიციატივას გამოეხმაურა.
„თბილისის მერის გადაწყვეტილება, ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის ქმედითი გადაწყვეტილება მიეღო, პასუხისმგებლობის და სამართლიანობის მაღალი სტანდარტია.
ძალიან რთულია, შენი შემოსავალი, რომლითაც სახლის ყიდვა გინდოდა, დაკარგო და 25 წელი ელოდო მის დაბრუნებას. კახა კალაძემ ამ ლოდინს წერტილი დაუსვა. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა ამ ადამიანებისთვის“, -აცხადებს ნინო წილოსანი.
თბილისის მერია, 90-იანი წლებში, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების პრობლემის მოგვარებას იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები