ირაკლი კობახიძე: 21-ე საუკუნეში კვლავ უხეშად ირღვევა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა

„გვწამს, რომ სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურას, არამედ მნიშვნელოვნად აფერხებს პოლიტიკური და ეკონომიკურითანამშრომლობის შესაძლებლობებს შავი ზღვის რეგიონში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტზე განაცხადა.

შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების შესახებ საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში, კვლავ უხეშად ირღვევა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

„ჩვენ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ შავი ზღვის რეგიონში: ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრი აგრძელებს გაეროს ქარტიის ძირითადი პრინციპების აშკარა დარღვევას და თავად ამ ორგანიზაციის არსი მიზნადისახავს „შავი ზღვის რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის რეგიონად გარდაქმნას“, როგორც ეს განცხადებულია ჩვენი ორგანიზაციის ქარტიაში. ამ თვალსაზრისით, ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ ვიპოვოთმშვიდობიანი გზა გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის დეკლარაციის პრინციპების საფუძველზე, რათა გადავჭრათ არსებული კონფლიქტები შავი ზღვის რეგიონის სასარგებლოდ და საკეთილდღეოდ”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურას, არამედ მნიშვნელოვნად აფერხებს პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს შავი ზღვის რეგიონში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები