ზაზა გაბუნია: გულწრფელად მიხარია, რომ მერიამ გამონახა გზა, კოოპერატივებისგან დაზარალებულთა დასახმარებლად

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, კოოპერატივებისგან დაზარალებულთათვის თბილისის მერიის ინიციატივას ეხმაურება.
“წლების განმავლობაში გვესმის ეს თემა, როგორც გადაუჭრელი პრობლემა, რომელმაც დააზარალა ასობით კეთილსინდისიერი ოჯახი, წლებია ეს თემა ღია და აქტუალურ გამოწვევად რჩებოდა თბილისში და გულწრფელად მიხარია, რომ მერია ახერხებს ამ მოქალაქეების დახმარებას. ვულოცავ მერიას და კიდევ უფრო მეტად ვულოცავ მოქალაქეებს”. ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულებს საკუთრების უფლება აღუდგებათ – თბილისში მშენებლობისთვის 16 ჰექტარი გამოიყოფა. ამ გზით, თავდაპირველად, 800 და ჯამში 3000 ოჯახი დაკმაყოფილდება”,- განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები