“კახა კალაძემ და დედაქალაქის მთავრობამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება”

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის კახა კალაძის ინიციატივას დადებითად აფასებს.
“ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის კახა კალაძემ და დედაქალაქის მთავრობამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომლითაც 3000-ზე მეტი ოჯახის 25 წლიანი ლოდინი დასრულდება.
საკუთრების უფლება ერთ-ერთი უმთავრესია, რომელსაც ეფუძნება ნდობა ადამიანებსა და სახელმწიფოს შორის. თბილისის მერის გადაწყვეტილებით სწორედ ეს ნდობა აღდგება”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები